IBERIA

Topic: ლეიბორისტული პარტია

Post-reply-btn
Forum Home > 1 > ლეიბორისტული პარტია

iverni
Admin
Posts: 6

ამერიკამ და რუსეთიმა უნდა გააუქმონ თავიანთი უსამართლო გადაწყვეტილება

01.04.09

ლეიბორული გაერთიანება გამოხატავს ქართველი და სერბი ერების სურვილს, რუსეთისა და ამერიკის მმართველებს საგანგებო მიმართვას უგზავნის, მოითხოვს - ლონდონში სახელმწიფოთა ხელმძღვანელების "დიდი ოცეულის" შეხვედრაზე სამაჩაბლოს, აფხაზეთისა და კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმება განიხილონ.

მედვედევი და ობამა

ბატონი შალვა ნათელაშვილის განცხადებით, საკითხისადმი არასამართლიანმა მიდგომამ შესაძლოა მესამე მსოფლიო ომის გაჩაღება და არეულობა გამოიწვიოს მსოფლიოში.

QUOTE (karateka @ 2 Apr 2009, 11:17 )

მოიცა და ცოტა ჩამოვრჩი პოლიტიკას დროის უქონლობის გამო და ამერიკამაც აღიარა დამოუკიდებლად აფხაეთი? მიპასუხეთ ვინც იცით

მადლობა

ეგ არაფერი, ჩამორჩი და აგიხსნით, შენც და სხვა ჩამორჩენილებსაც.

ამერიკამ და მისმა ფარულმა მმართველებმა სერბეთიდან კოსოვოს ჩამოჭრით, დასაწყისი მისცეს ქვეყნების დაქუცმაცება დაშლას, მათ შორის საქართველოს დანაწევრებას.

ზოგიერთვებმა რამდენიც არ უნდა იძახონ საქართველოს და სერბეთის საკითხი განსხვავებულიაო, მსოფლიო საზოგადოებრიობა ამისათვის თავს ვერ დაიბრმავებს.

მსგავსება და შედეგი სახეზეა.

გაახილეთ თვალები, თავს ნუ იტყუებთ!

 

Post provided by დაჩი from Tbilisi Forum

06:30 PM on 05/09/2009 Flag Quote & Reply

iverni
Admin
Posts: 6

საქართველოში სავარძლების რევოლუცია მზადდება

ნესტან კირთაძე

“ლეიბორულ გაერთიანებას მიაჩნია, რომ უნდა შეიცვალოს საქართველოს საგარეო ურთიერთობები. მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ უარი "ნატო"-ში შესვლაზე, არ უნდა დავუბრუნდეთ "დსთ"-ის სივრცეს. უფრო შორსაც წავალ: საქართველომ უარი უნდა თქვას ნებისმიერი სახის სამხედრო გაერთიანებებში მონაწილეობაზე. საქართველოში არ უნდა იყოს სამხედრო ბანაკები და უცხო ქვეყნის ჯარები", - აცხადებს "ლეიბორელი" ნესტან კირთაძე.

სააკაშვილი ცრუ "ოპოზიციას" გაურიგდა, საქართველოში სავარძლების რევოლუცია მზადდება.

“საქართველომ უნდა დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკებები ოსებთან და აფხაზებთან. არ გამოვრიცხავ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ყველაზე მკაფიოდ გამოხატულ ადგილს, რომ მრავალეროვანი საქართველოდან შეირჩეს ისეთი ნდობით აღჭურვილი პირი ან პირთა ჯგუფი, რომელიც დაიწყებს მოლაპარაკებებს ოსებთან და აფხაზებთან. ეს მიდგომა მკაფიოდ არის გამოხატული ლეიბორების მხრიდან, თუმცა არ არის მკაფიოდ გამოხატული სხვა გაერთიანებები მხრიდან, რომლებიც თავის თავს "ოპოზიციას" უწოდებენ.

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მათი მხრივ მიდის ბრძოლა სავარძლებისთვის, უძრავი ქონების შენარჩუნებისა და გავლენის სივრცის გადანაწილებისთვის. მაგრამ არ მიდის ბრძოლა საქართველოს გადარჩენისათვის. ამდენად, გამოდის, ჩვენი შეხედულებები განსხვავებულია. არათუ ტაქტიკური, არამედ მთავარი მიზანიც განსხვავებულია. ეს ყველაფერი, რასაკვირველია, ჩრდილს აყენებს 9 აპრილს დაგეგმილ გამოსვლებს, როგორც თავისუფლებისთვის ბრძოლას”.

 

Post provided by მათე from Tbilisi Forum

06:31 PM on 05/09/2009 Flag Quote & Reply

You must login to post.

Welcome

News

Dont forget to check on the latest news updates and to post comments. Let us know if you have any comments or stories whether from other sources or your own.

You can also leace comments on the Contact Us page or lead a discussion in the forums.

 

Recent Photos

   

Recent Videos

No new videos

Wiki

We need you, our loyal visitors, to enter data on our Wiki pages. It can be anything from history to poetry as long as it consists of appropriate context and is relevant to this site. Submit articles from other sites, type up sections from historical novels or just submit your own work. Help us help others through knowledge.