IBERIA

Topic: პირველი პოლიტიკური რეალური შოუ "საკანი #5" VOL 10, &#4307

Post-reply-btn
Forum Home > 1 > პირველი პოლიტიკური რეალური შოუ "საკანი #5" VOL 10, &#4307

iverni
Admin
Posts: 6

ლევან გაჩეჩილაძესა და ბორის ბერეზოვსკის საიდუმლო შეხვედრა

(შემოკლებით)

ბერეზოვსკი-გაჩეჩილაძე

9 აპრილამდე თვეზე ნაკლები რჩება და სახელმწიფო მოღვაწეთა ფარული შეხვედრებიც იზრდება. თუმცა "ჯორჯიან თაიმსისთვის" ახლა სხვა შეხვედრების შესახებ გახდა ცნობილი. შესაძლოა, ამაში დანაშაული არც არაფერი იყოს, თუმცა თვალთახედვაში მოხვდა ბოლო დროს რუსი "ოლიგარქი", ბორის ბერეზოვსკი საქართველოში თავისი გავლენების მოპოვებას ისევ ცდილობს.

სხვათაშორის, თავის დროზე, საეჭვოდ დაემთხვა ერთმანეთს ბორის ბერეზოსვკის მიერ არასამთავრობო "დემოკრატიული ფონდისა" და ბურჯანაძის მიერ "დემოკრატიული ფონდის" შექმნა.

ბორის ბერეზოვსკიმ მაშინ ღიად განაცხადა, რომ საქართველოში ის არა სახელმწიფო მოღვაწეებს, არამედ - საცნობარო საშუალებებს დაეხმარება ფულით. ბურჯანაძის ფონდის სამყოფელიც სწორედ პატარკაციშვილის ერთ-ერთი თანამოსაქმის, გოგი ჯაოშვილის ყოფილ სახლში იყო განთავსებული, ამიტომაც თავად რუსულ წყაროებში უკვე გაჩნდა მოსაზრება, რომ ბერეზოვსკი ამჯერად ფსონს ბურჯანაძეზე გააკეთებდა. თუმცა, ახლა ბერეზოვსკის სხვა მზარდი მოთხოვნილებებიც გასჩენია.

ბორის ბერეზოვსკი ქართველ სახელმწიფო მოღვაწეთა ნაწილზე "გასვლას" ისევ ცდილობს და ის ლევან გაჩეჩილაძეს უკვე შეხვედრია ჯერ ლონდონში, სადაც ლევან გაჩეჩილაძის შვილი სასწავლებლადაა წასული, ხოლო შემდეგ გერმანიაში გადაფრენილან.

გამოჟონა ცნობამ, "გრეჩიხას" ხედვითი მაუწყებლობის გაკეთებისთვის თურმე გარკვეული თანხაც უთხოვია და 9 აპრილის გამოსვლებზე მისგან მხარდაჭერაც. როგორც წესი, ასეთი მხარდაჭერები ფულში აისახება ხოლმე.

დანამდვილებით რაზე შეიძლება შეთანხმებულიყვნენ ბორის ბერეზოვსკი და ლევან გაჩეჩილაძე, ჩვენთვის უცნობია. თუმცა, ჩვენი წყარო იმასაც ყვება, რომ ლევან გაჩეჩილაძეს რუს ჩინოვნიკ ვიქტორ კომაგოროვთანაც უნდა ჰქონოდა შეხვედრა. ამაში შესაძლოა, დანაშაულებრივი არც არაფერია და ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, საყურადღებო ამ კაცის წარსულია:

კომაგოროვი ვიქტორ ივანეს ძე, "ეფ-ეს-ბე"-ს (რუსეთის საიდუმლო სამსახური) გენერალია, რომელიც საერთაშორისო კავშირებისა და სამოქმედო ცნობების განყოფილებას ხელმძღვანელობს. უშაკოვთან ერთად წარმოადგენდა რუსეთის საიდუმლო სამსახურების იმ მაღალჩინოსნებს, რომელიც აფხაზეთის არჩევნებს "მართავდნენ" და მონაწილეობდნენ მოლაპარაკებებში ბაღაფშთან და ხაჯიმბასთან, მათი დაპირისპირების დროს.

"ჯორჯიან თაიმსი" შეფასებისათვის ლევან გაჩეჩილაძესაც დაუკავშირდა, თუმცა მან ზარს არ უპასუხა.

ბერეზოვსკის საქართველოსთან მიმართებაში თავისი გეგმები აქვს, მაუწყებლობა "იმედში" წილს ღიად ითხოვს და არც მალავს, რომ იბრძვის.

ბერეზოვსკის მიზნებს ამყარებს კრემლის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებაც, ბერეზოვსკის საქმეს რსეთის პროკურატურა თავიდან უბრუნდება და "ოლიგარქს" საწყის უფლებებში აბრუნებს. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ბერეზოვკის როცა გაეხარდება, რუსეთში მაშინ დაბრუნდება.

სოსო დევდარიანი

2009.03.13

04:48 PM on 05/09/2009 Flag Quote & Reply

You must login to post.

Welcome

News

Dont forget to check on the latest news updates and to post comments. Let us know if you have any comments or stories whether from other sources or your own.

You can also leace comments on the Contact Us page or lead a discussion in the forums.

 

Recent Photos

   

Recent Videos

No new videos

Wiki

We need you, our loyal visitors, to enter data on our Wiki pages. It can be anything from history to poetry as long as it consists of appropriate context and is relevant to this site. Submit articles from other sites, type up sections from historical novels or just submit your own work. Help us help others through knowledge.